Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგა.
აღნიშნული კომისია გერმანიის საკონსულოების მიერ ასობით ათასი ვიზის უკანონოდ გაცემის საქმეს იძიებს. 2000 წლის ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამის ფარგლებში გერმანიის საელჩოებმა უკრაინაში, რუსეთში, ალბანეთსა და სხვა ქვეყნებში ვიზები გასცეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ლიბერალიზაციამდე გერმანიაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ წესების ლიბერალიზაციით, რომლებიც უკვე აღარ არის ძალაში გერმანიის კარი გაუღეს კრიმინალებს. იოშკა ფიშერმა კომისიის მოსმენაზე განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს. ფიშერის თქმით, ქვეყნის კრიმინალებით გავსება ოპოზიციის პროპაგანდისტული თეორიაა. მანამდე ფიშერს ნათქვამი აქვს, რომ მისი დიპლომატების შეცდომებნზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა.
XS
SM
MD
LG