Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი


ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იერუსალიმში ჩავიდა.

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იერუსალიმში ჩავიდა.
ხვალ იგი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაემგზავრება, სადაც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე: ”ჩვენ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა, შემოდგომაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება მოსკოვში, სადაც თავს მოიყრიდა ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის შუამავალთა ოთხეული (შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო.)”
XS
SM
MD
LG