Accessibility links

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გრძელდება კონფერენცია


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გრძელდება კონფერენცია,

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გრძელდება კონფერენცია,
რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ეძღვნება. მონაწილეთა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ბირთვული პროგრამა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელიც ხელშეკრულებიდან 2003 წლიდან გავიდა და იმუქრება შექმნას საკუთარი ბირთვული არსენალი. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებთ სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ბან კი-მუნმა.”ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ წერტილთან მცდელობაში, მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით დავარეგულიროთ ვითარება ფხენიანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება იზრდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა პრობლემის შესაძლო მოგვარების ფართო სპექტრს განიხილავს.”
XS
SM
MD
LG