Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ლიდერმა მოლაპარაკება გამართა


ამერიკის ლიდერმა მოლაპარაკება გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს

ამერიკის ლიდერმა მოლაპარაკება გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს
ეროვნულ უმცირესობათა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს. პრეზიდენტი ბუში, რომელმაც ვიზიტით საქართველოში დაასრულა ოთხდღიანი ტურნე ევროპაში, ამერიკაში გამგზავრების წინ თბილისში ”თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს ქართულად მიესალმა და ვცელი სიტყვით მიმართა. ”მე და ლორა აქვე მეზობლად ვიყავით და გადავწყვიტეთ შემოგვევლო და გვეთქვა ”გამარჯობა” ....ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სწრაფვას, შეუერთდეს ევროპულ სტრუქტურებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ თანამშრომლობას ნატოს-თან. საქართველოს ხელმძღვანელობამ იცის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება მნიშვენლოვანია თქვენივე ინტეგრაცისიისთვის ტრანს-ატლანტიკურ თანამეგობრობაში. ამავე დროს, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.” ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ორდენის კავალერი პირველი პოლიტიკოსი გახდა. მას საქართველოს უმაღლესი ჯილდო თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადასცა. პრეზიდენტმა ბუშმა დღეს თბილისში ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისაგან მიიღო დაპირება, რომ გაიყვანს საქართველოში დარჩენილ სამხედრო ბაზებსაც.
XS
SM
MD
LG