Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში, 13 მაისს ხელისუფლების ძალების


უზბეკეთში, 13 მაისს ხელისუფლების ძალების მიერ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის და ასეულობით

უზბეკეთში, 13 მაისს ხელისუფლების ძალების მიერ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის და ასეულობით
ადამიანის დახოცვის გარემოებათა შესწავლის მიზნით, დამოუკიდებელი გამოძიების დანიშვნისკენ მოუწოდეს უზბეკეთის მთავრობას დღეს ბრიუსელში შეკრებილი ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში, ევროკავშირი არ გამორიცხვავს მკაცრ ზომებს. კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ ის ამ კვირაში ევროკომისიის დელეგაციას გაუძღვება უზბეკეთისკენ. მანვე თქვა, რომ ევროკავშირი არ აპირებს შეუმციროს ან შეუწყვიტოს დახმარება უზბეკეთს დემონსტრანტების დახოცვის მიუხედავად.
პრაღაში ეუთოს თავმჯომარემ დიმიტრი რუპელმა განაცხადა, რომ ისიც დამოუკიდებელი გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.(რუპელის ხმა) “ჩემი განცხადება მოუწოდებს უზბეკეთს გასცეს ნებართვა ანდიჟანში 13 მაისს მომხდარის დამოუკიდებელი გამოძიებისა. ამ წინადადებას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ. მას გარკვეული მღელვარებით შეხვდნენ ჩვენი მეგობრები რუსეთის ფედერაციაში”.
ყირგიზეთის არმიის პოლკოვნიკმა აბდუმაჯიდ აბდურახიმოვმა, რომელიც ყარა-დარიას ლტოლვითა ბანაკს
განაგებს, განაცხადა, რომ უზბეკეთს გადასცეს ამ ქვეყნიდან ყირგიზეთში გადასვლის მცდელობისას დაკავებული 85 უზბეკი მოქალექე.
XS
SM
MD
LG