Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების მანათებელი


"საქართველო მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების მანათებელი შუქურაა, რომელმაც ,,ვარდების რევოლუციით” გამათავისუფლებელი მოძრაობები შთააგონა როგორც ევროპის,

"საქართველო მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების მანათებელი შუქურაა, რომელმაც ,,ვარდების რევოლუციით” გამათავისუფლებელი მოძრაობები შთააგონა როგორც ევროპის,
ასევე ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის ქვეყნებს." ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველო სამაგალითოა არა რევოლუციით, არამედ რევოლუციის შემდგომი პერიოდით, რამაც ქვეყანას წარმატებები მოუტანა საერთაშორისო არენაზე. ,,ჩვენ მოვახერხეთ შავი ზღვის დემოკრატიული ქვეყნების ახალი გაერთიანების შექმნაზე საუბარი, რომელიც იქნება დემოკრატიული სტანდარტების და თავისი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების დამკვიდრების მაგალითი”, – განაცხადა სააკაშვილმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში 11 500 სამხედრო მოსამსახურე, 16 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, "იროკეზის" ტიპის 4, "მი-8" ტიპის 6, "მი-24" ტიპის 3 ვერტმფრენი, ასევე 6 მოიერიშე თვითმფრინავი "სუ-25" მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG