Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში გაიმართა ოთხ ეტაპად დაყოფილი


ლიბანში გაიმართა ოთხ ეტაპად დაყოფილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. ეს იყო კენჭისყრა სამხრეთ ლიბანში

ლიბანში გაიმართა ოთხ ეტაპად დაყოფილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. ეს იყო კენჭისყრა სამხრეთ ლიბანში
კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა დღესვე გავრცელებული ცნობებით, სირიის მხარდამჭერი "ჰიზბოლა-ამალის" ალიანსი ირწმუნება, რომ მან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. რეგიონში, რომელშიც შიიტი მუსლიმანები დომინირებენ, პარლამენტის 23 მანდატის მოპოვებაა შესაძლებელი. კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება დღეს 665 000-მდე ამომრჩეველს მიეცა. ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ლიბანში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ტერიტორიიდან აპრილში სირიის ჯარები გავიდა. არჩევნები, რეგიონების მიხედვით, ოთხ კვირას ტარდება და 19 ივნისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG