Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია


თბილისში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "მესხთა პრობლემების მდგრადი გადაწყვეტის ძიება".

თბილისში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "მესხთა პრობლემების მდგრადი გადაწყვეტის ძიება".
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები.
ღონისძიების ორგანიზატორია სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომლის განცხადებით, საქართველოში მესხების ჩამოსახლება არა მარტო ქვეყნის ღირსების, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საკითხიც არის.
როგორც ხაინდრავა ვარაუდობს, საქართველოში დაბრუნების მსურველ მაჰმადიან მესხთა რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე უწინ ფიქრობდნენ. მინისტრის თქმით, დაბრუნების მსურველთა რიცხვი შეიძლება იყოს 30 ათასი და არა 300 ათასი.
1999 წელს, ევროპის საბჭოში შესვლისას, თბილისმა ივალდებულა, რომ 1944 წელს საქართველოდან შუა აზიაში გადასახლებულ მაჰმადიან მესხებს ისტორიულ სამშობლოში დააბრუნებდა.
XS
SM
MD
LG