Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მაკლელანმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მაკლელანმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც თვლის, რომ ლიბანის “ჰეზბოლას”

აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა მაკლელანმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც თვლის, რომ ლიბანის “ჰეზბოლას”

გაერთიანება ტერორისტული ორგანიზაცია და უნდა განიარაღდეს. მაკლელანის თქმით, აშშ-ის უპირველესი ინტერესია, რომ ლიბანის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
სამხრეთ ლიბანში გამართული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურმა შედეგებმა დაადასტურა სირიის მხარდამჭერი "ჰიზბოლა-ამალის" ალიანსის დამაჯერებელი გამარჯვება.
რეგიონში, რომელშიც შიიტი მუსლიმანები დომინირებენ, პარლამენტის 23-ვე მანდატი ამ ალიანსის წარმომადგენლებს ერგოთ.
ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ლიბანში მას შემდეგ, რაც აპრილში ამ ქვეყნის ტერიტორია დატოვა სირიის ჯარებმა.
არჩევნები, რეგიონების მიხედვით, ოთხ კვირას ტარდება და 19 ივნისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG