Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ კუბაზე, გუანტანოს საპყრობილე კვლავაც

აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ კუბაზე, გუანტანოს საპყრობილე კვლავაც
რჩება “ტერორიზმთან ომის” ერთ-ერთ მთავარ ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მიმართ მოპყრობის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები გაისმა.
რამსფელდმა დაიცვა გუანტანამოს ციხე და იქ პატიმრების მიმართ მოპყრობა. მან თქვა, რომ ომების ისტორიაში არც ერთი საპატიმრო არ ყოფილა ასე გამჭვირვალე და არ მიუპყრია ასეთი ყურადღება, როგორც გუანტანამოს. მან თქვა, რომ პატიმრების რელიგიური გრძნობების გათვალისწინებით, აშშ მეტს ხარჯავს პატიმრების საკვებზე, ვიდრე საკუთარი ჯარისკაცების საკვებზე. რამსფელდი შეუერთდა აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს, რომლებიც კრიტიკას წინ აღუდგნენ მას მერე, რაც პრეზიდენტ ბუშის რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურები შეუერთდნენ მოწოდებას, დაიხუროს ეს საპატიმრო. გუშინ ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ თქვა, რომ ამ ციხის დახურვა არ იგეგმება.
XS
SM
MD
LG