Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ტურნეს განაგრძობს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ტურნეს განაგრძობს,
აუცილებლად მიიჩნევს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით ისრაელსა და პალესტინელებს შორის ზომების კოორდინაციას. რაისი დღეს რამალაში შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელის ჯარების გაყვანა, რაც აგვისტოსთვისაა დაგეგმილი, არის საუცხოო შანსი სამშვიდობო მოლაპარაკების განსაახლებლად. კვირას რაისი ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს ხვდება.
XS
SM
MD
LG