Accessibility links

logo-print

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით


ირანში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ლიდერობს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ლიდერობს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
- ყოფილი პრეზიდენტი, სასულიერო პირი, რომელიც ზომიერი კურსის მომხრედ არის მიჩნეული. მას ხმების 21-მდე პროცენტი ერგო. მეორე ადგილზეა თეირანის მერი, კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი მაჰმუდ აჰმადინეჯადი - 19,5 პროცენტით. რახან პრეზიდენტობის 7 კანდიდატიდან ვერავინ შეძლო არჩევნების პირველივე ტურში ხმების 50 პროცენტის მოგროვება, საუკეთესო შედეგების მქონე ეს ორი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას- პირველად ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში. ეს კენჭისყრა მომავალ პარასკევს გაიმართება.
XS
SM
MD
LG