Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების


24 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

24 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მასში მონაწილებას მიიღებენ ექსპრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი, ზომიერი პოლიტიკოსი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარების პირობას დებს და თეირანის მერი, კონსერვატორი მაჰმუდ აჰმადინეჯადი. კვირას რაფსანჯანიმ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას ექსტრემიზმის წინააღმდეგ. დღეს ირანელმა რეფორმატორებმა თავიანთ მომხრეებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ რაფსანჯანის. მსგავსი მოწოდებებით გამოდიან მკაცრი კურსის მომხრეები აჰმადინეჯადის მხარდასაჭერად. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგის მიუხედავად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG