Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი ფელტმანმა


ლიბანში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი ფელტმანმა "ცვლილებათა ქვაკუთხედი" უწოდა

ლიბანში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი ფელტმანმა "ცვლილებათა ქვაკუთხედი" უწოდა
ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. მან გამოთქვა რწმენა, რომ ლიბანის ახალი მთავრობა ძირფესვიან რეფორმებს გაატარებს - როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს. ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არჩევნების ბოლო ტურში 28-ვე სადეპუტატო მანდატი მოიპოვა ამას წინათ მოკლული ყოფილი პრემიერის რაფიკ ჰარირის ვაჟის, საად ჰარირის ოპოზიციურმა ბლოკმა. ამრიგად, ანტისირიულ ოპოზიციას ახალ პარლამენტში უმრავლესობა ექნება. ლიბანში გამართული არჩევნები პირველი იყო ქვეყნიდან სირიის ჯარის გასვლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG