Accessibility links

logo-print

ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, თეირანის


ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, თეირანის მერმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა

ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, თეირანის მერმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა
განაცხადა, რომ მას სურს “სანიმუშო, პროგრესული ისლამური მოდელი” შექმნა საზოგადოებისა. აჰმადინეჯადმა მადლობა უთხრა ამორჩეველს მისთვის ნდობის გამოცხადების გამო. მან ირანელებს მოუწოდა დაივიწყონ უთანხმოებანი და ერთად შექმნან “დიადი საზოგადოება”. მას გამოსვლაში არ უხსენებია სოციალური რეფორმები, რომელთა გატარებას აპირებს და რომლების გამოც მას ოპონენტები აკრიტიკებდნენ. საბოლოო შედეგის თანახმად, აჰმადინეჯადმა ხმების 62 პროცენტი მოიგო, მისმა მეტოქემ, რაფსანჯანიმ 40-მდე პროცენტი მიიღო. ახლა ეს შედეგი უნდა დაამტკიცოს გუშაგთა უზენაესმა საბჭომ. რაფსანჯანიმ სტუდენთა საინფორმაციო სააგეტოს განცხადა, რომ რეჟიმმა ყველა საშუალება გამოიყენა უკანონოდ, რომ ჩარეულიყო არჩევნები, მაგრამ იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტად არჩეულს ყველა უნდა დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG