Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის


თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, მისი ქვეყანა არ დათანხმდება ევროკავშირს

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, მისი ქვეყანა არ დათანხმდება ევროკავშირს
ამ ბლოკში გაწევრიანების ახალ პირობებზე. ერდოანმა სტამბულში გამოსვლისას უარყო ყოველგვარი მოლაპარაკება თურქეთის განაცხადში შემავალი პირობების შეცვლაზე: მისი თქმით, არ არის გამართლებული ევროკავშირმა ცვლილებები შეიტანოს უკვე შეთანხმებულ პირობებში. გეგმით, თურქეთმა 3 ოქტომბერს უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბევრი ამომრჩევლის უკმაყოფილებას იწვევს ცხოვრების დონის მხრივ შედარებით ჩამორჩენილი, უმეტესწილად მუსლიმანური მოსახლეობის ქვეყნის მიღების პერსპექტივა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გასულ კვირაში აღნიშნა, რომ ბლოკში უნდა მიმდინარეობდეს ღია დისკუსია თურქეთის მიღების საკითხზე.
XS
SM
MD
LG