Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ძალადობის ფაქტები აღინიშნა ქალაქებში


ორშაბათს ძალადობის ფაქტები აღინიშნა ქალაქებში ბაღდადში, მოსულსა და ჯურუფ ალ-სახერში.

ორშაბათს ძალადობის ფაქტები აღინიშნა ქალაქებში ბაღდადში, მოსულსა და ჯურუფ ალ-სახერში.
ერაყის დედაქალაქში დისტანციური მართვით აფეთქებულმა ავტომანქანამ ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ერთი დაიჭრა. მოსულში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ჯარჯის მოჰამედ ამინი - ადგილობრივი საბჭოს წევრი ქურთისთანის დემოკრატიული პარტიიდან. ხოლო ჯურუფ ალ-სახერში პოლიციის ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი გაიტაცა. ჯერჯერობით ვერ მიაგნეს გატაცებული ეგვიპტელი დიპლომატის კვალს. გამტაცებლები ხელისუფლებას არ დაკავშირებიან და არავისთვის არაფერი მოუთხოვიათ. ხოლო შეერთერთებული შტატების სამხედროთა განცხადებით, ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორშაბათს სულ მცირე 100 მეამბოხე დააკავეს.
XS
SM
MD
LG