Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ მუსაიბში თვითმკვლელმა მოიერიშემ


ერაყის ქალაქ მუსაიბში თვითმკვლელმა მოიერიშემ ძლიერი აფეთქება მოაწყო. დაიღუპა, სულ ცოტა, 54 ადამიანი.

ერაყის ქალაქ მუსაიბში თვითმკვლელმა მოიერიშემ ძლიერი აფეთქება მოაწყო. დაიღუპა, სულ ცოტა, 54 ადამიანი.
ქალაქი მუსაიბი ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოიერიშემ თავი აიფეთქა საწვავით სავსე ცისტერნასთან, რომელიც ბენზინით გასამართი სადგურის მახლობლად იდგა. იქ კი ავტომანქანების რიგი იყო. მძლავრი აფეთქების შედეგად ცეცხლი წაეკიდა ახლო მდებარე შენობებსაც. დაშავებულების რიცხვი 80-ს აღწევს. აფეთქება შიიტური მეჩეთის სიახლოვეს მოხდა.
XS
SM
MD
LG