Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა


ბრიტანეთში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ავღანელ საველე მეთაურს გასული საუკუნის 90-იან წლებში ავღანეთში,

ბრიტანეთში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ავღანელ საველე მეთაურს გასული საუკუნის 90-იან წლებში ავღანეთში,
სამოქალაქო ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის. საველე მეთაურ ფარაიად სარვარ ზარდადის საქმე სიახლეა საერთაშორისო სამართალში - ბრიტანეთში პირველი საქმე, როცა ის ეხება უცხოეთში ჩადენილ დანაშაულებს, რომელთა შესახებ მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს ანონიმურად, სატელიტური კავშირის მეშვეობით. ფარაიადი სარვარ ზარდადი დამნაშავედ სცნეს 90-იან წლებში ავღანეთში ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფისთვის. ზარდადი ბრიტანეთში 1998 წელს ჩავიდა თავშესაფრის მიღების იმედით, მაგრამ 2002 წელს ის დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG