Accessibility links

logo-print

შვეციამ უარი უთხრა ერაყის დამხობილ


შვეციამ უარი უთხრა ერაყის დამხობილ პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს თხოვნაზე, რომ შვეციაში გაიმართოს

შვეციამ უარი უთხრა ერაყის დამხობილ პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს თხოვნაზე, რომ შვეციაში გაიმართოს
ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესი, ან კიდევ შვეციაში მოიხადოს ჰუსენიმა პატიმრობის სასჯელი. როგორც იუსტიციის სამინისტროს დირექტორმა ანნ მარი ბოლინ პენეგაარდმა განაცხადა, შვეციამ არ დააკმაყოფილა სადამ ჰუსეინის ვექილების თხოვნა, რომ ერაყის ყოფილი დიქტატორი შვეციაში დაელოდოს სასამართლოს დაწყებას, იქვე გაიმართოს მისი სასამართლო პროცესი და პატიმრობაც შვეციაში გაატაროს დამხობილმა პრეზიდენტმა. ჰუსეინის ერთ-ერთმა ვექილმა ჯიოვანი დი სტეფანომ განაცხადა, რომ შეუძლებელია ბაღდადში დამხობილი პრეზიდენტის მიუკერძოებელი გასამართლება.
XS
SM
MD
LG