Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტულ მოღვაწეობაში ეჭვის საფუძველზე იტალიაში


ტერორისტულ მოღვაწეობაში ეჭვის საფუძველზე იტალიაში დაკავებულ ოსმან ჰუსაინს, როგორც ირკვევა,

ტერორისტულ მოღვაწეობაში ეჭვის საფუძველზე იტალიაში დაკავებულ ოსმან ჰუსაინს, როგორც ირკვევა,
მჭიდრო კავშირი ჰქონდა იტალიაში მცხოვრებ ეთიოპელებთან და ერითრეელებთან. ამის შესახებ დღეს საზოგადოებას აუწყა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯუზეპე პიზანუმ.[ჯუზეპე პიზანუს ხმა] "იმ გამოძიების შედეგად, რომელიც ტერაქტების შემდეგ იტალიისა და ბრიტანეთის პოლიციებმა ჩაატარეს, მოვახერხეთ, ზედმიწევნით ზუსტად დაგვედგინა, რა გზით შეძლო ოსმან ჰუსაინმა ბრიტანეთიდან იტალიაში გაქცევა. მოვახერხეთ, აგრეთვე, გამოგვევლინა მთელი ქსელი ეთიოპელებისა და ერითრეელებისა, რომლებიც მას კვალის მოსპობაში ეხმარებოდნენ." ჰუსაინი ერთ-ერთია იმ ოთხი პირიდან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 21 ივლისს, ლონდონში, აფეთქებების მოწყობის მცდელობაში. ჰუსაინი პარასკევს, რომში დააპატიმრეს. დღეს იგი დაკითხეს. ჰუსაინის ვექილები წინააღმდეგი არიან მათი კლიენტის ბრიტანეთისთვის გადაცემისა. ექსპერტთა ვარაუდით, ეჭვმიტანილის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტას, შესაძლოა, ორი თვე დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG