Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის


პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე

პეკინში, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე
რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
ვაშინგტონმა ჩრდილოეთი კორეა გააფრთხილა, რომ ხელს არ მოაწერს დოკუმენტს, რომელიც ფხენიანს საშუალებას მისცემს, ფარულად გააგრძელოს ბირთვული პროგრამის განხორციელება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტომ კეისის განცხადებით, აუცილებელია, ჩრდილოეთმა კორეამ უარი თქვას ბირთვულ კვლევასთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობაზე. დღესვე, პეკინში, კსდრ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიმ კიე გუანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებდეს ბირთვულ პროგრამას. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ კსდრ-ის, სამხრეთი კორეის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და იაპონიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG