Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა


პარასკევს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის. ვლადიმირ პუტინმა და

პარასკევს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის. ვლადიმირ პუტინმა და
ალექსანდრ კვაშნევსკიმ განიხილეს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეების – ვარშავაში, ხოლო პოლონეთის მოქალაქეების – მოსკოვში ცემის ბოლოდროინდელი ფაქტების გამო შეიქმნა. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია "ორი ქვეყანის ურთიერთობის გამოჯანმრთელება". ხუთშაბათს ღამით მოსკოვში დაუდგენელმა პირებმა პოლონეთის გაზეთ "რეჩ პოსპოლიტას" ჟურნალისტი პაველ რეშკა სცემეს. ხოლო ამ კვირის დასაწყისში რუსეთის დედაქალაქში პოლონეთის საელჩოს 2 თანამშრომელზე მოხდა თავდასხმა. ამასობაში იუწყებიან, რომ რუსი და პოლონელი ჟურნალისტები შეთანხმდნენ - ერთობლივად გამოიძიონ პოლონეთის გაზეთ "რეჩ პოსპოლიტას" კორესპონდენტ პაველ რეშკაზე თავდასხმის ფაქტი.
XS
SM
MD
LG