Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა, ავსტრალიელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა


ავღანელმა, ავსტრალიელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა დღეს უარყვეს გავრცელებული ხმები მის შესახებ,

ავღანელმა, ავსტრალიელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა დღეს უარყვეს გავრცელებული ხმები მის შესახებ,
რომ თალიბების მხრიდან გახშირებულმა თავდასხმებმა შესაძლოა შეაფერხოს ავღანეთში სექტემბრისათვის დანიშნული საპალამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება. კანბერაში სტუმრად მყოფმა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავღანეთში ყველა პირობა იქნება შექმნილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად 18 სექტემბერს. მისმა ავსტრალიელმა კოლეგამ ალექსანდერ დაუნერმა განაცხადა, რომ მისი ავსტრალია 150-კაციან ელიტურ სამხედრო შენაერთს გააგზავნის ავღანეთში, რაც დაეხმარება უშიშროების ადგილობრივ ძალებს უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნების უმტკივნეულოდ ჩატარება. ქაბულში, აშშ-ის ახალმა ელჩმა რონალდ ნიუმანმა განაცხადა, რომ ავღანეთში საკმაოდაა უშიშროების ადგილობრივი და საერთაშორისო ძალები იმისთვის, რათა
არჩევნები ქვეყანაში ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩატარდეს. ავსტრალიის სამხედრო შენაერთი ერთი წლის ვადით განთავსდება ავღანეთში. აბდულა აბდულამ ავღანეთის ახალი საელჩო გახსნა დღეს კანბერაში. მოგვიანებით იგი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ჯონ ჰაუარდს, აგრეთვე თავდაცვისა და იმიგრაციის მინისტრებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG