Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია,
რომ ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა ნაადრევი იქნებოდა. მისი თქმით, ერაყიდან ჯარების გაყვანით ტერორიზმის საფრთხე არ შემცირდება. ამის შესახებ ბუშმა სოლტ-ლეიკ-სიტიში ისაუბრა, სადაც დღეს უცხოეთის ომის ვეტერანთა ეროვნული ყრილობა გაიმართა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "უკან დახევისა და იზოლაციის პოლიტიკა უსაფრთხოებას ვერ მოგვიტანს. ერთადერთი გზა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა ჩვენსავე ტერიტორიაზე არის ტერორისტების დამარცხება მათსავე ტერიტორიაზე." დღეს ერაყში კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს, რის შემდეგაც მარტო მიმდინარე თვეში მოკლული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 63-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG