Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს იმედი აქვს, რომ განახლდება


ირანს იმედი აქვს, რომ განახლდება მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები ევროპის კავშირთან,

ირანს იმედი აქვს, რომ განახლდება მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები ევროპის კავშირთან,
განაცხადა ირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ. მისი სიტყვებით, თეირანი ამზადებს ახალ წინადადებებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთისთვის. ლარიჯანიმ, რომელიც დღეს შეხვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარეს, მოჰამედ ბარადეის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს არ ეშინია გაეროს უშიშროების საბჭოში საკითხის შესაძლო გადაცემისა. ახლახან ევროპის ქვეყნებმა უარი თქვეს ირანთან მოლაპარაკებებზე მას მერე, რაც თეირანმა უკუაგდო მათი ბოლო წინადადებები, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG