Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო მოლაპარაკებებზე


ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო მოლაპარაკებებზე ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანიმ

ირანის ბირთვული პროგრამების გარშემო მოლაპარაკებებზე ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანიმ
განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის ახალი ინიციატივები შესაძლებელს გახდის გარღვევას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლარიჯანი შეეხო პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ინიციატივებს, რომელთა დეტალებიც მალე გახდება ცნობილი. ასევე ლარიჯანის თქმით, ინიციატივით შესაძლოა გამიზნული იყოს მოლაპარაკებაში ამჟამინდელზე მეტი მონაწილის ჩართვა - ახლა მოლაპარაკებაში ირანის გარდა გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი მონაწილეობენ. ლარიჯანი აღნიშნავს, რომ ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი, არ შეიძლება, გაირიყონ ამ მოლაპარაკებებიდან.
XS
SM
MD
LG