Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა დღეს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ წავა დათმობებზე ევროკავშირთან.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ წავა დათმობებზე ევროკავშირთან.
შეხვედრაზე იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ერდოანმა თქვა, რომ თურქეთმა შეასრულა ყველა ის პირობა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ სახელმწიფოს ევალება ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების წინ. თურქეთის საგარეო საქმთა მინისტრმა აბდულა გიულმა ჟურნალ "ეკონომისტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი აღარ მოისურვებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს უკანასკნელი წამოაყენებს ახალ პირობებს, ანდა ასოცირებულ წევრობას შესთავაზებს ანკარას.
XS
SM
MD
LG