Accessibility links

logo-print

უკრაინის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ


უკრაინის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ ზინჩენკო პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გარემოცვას

უკრაინის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ ზინჩენკო პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გარემოცვას
კორუფციაში ადანაშაულებს. ზინჩენკოს თქმით, მისი გადადგომის მიზეზად იქცა მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ, მან დაასახელა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი პიოტრ პოროშენკო, პრეზიდენტის პირველი თანაშემწე ალექსანდრ ტრეტიაკოვი და საპარლამენტო ფრაქცია "ჩვენი უკრაინის" ლიდერი ნიკოლაი მარტინენკო. [ალექსანდრ ზინჩენკოს ხმა] "ამ ადამიანებმა პრეზიდენტს საინფორმაციო ბლოკადა მოუწყვეს, იგი რეალობისგან შორს მდგომ ვირტუალურ სამყაროში მოაქციეს. ისინი ცინიკურად ამაცინჯებენ სინამდვილეს და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ თავიანთ გეგმას, რისთვისაც მაქსიმალურად, პირადი გამდიდრების მიზნით, იყენებენ დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს, პრივატიზაციას უკეთებენ და იტაცებენ ყველაფერს, რისი მიტაცებაც შესაძლებელია. მათი მიზანია, საკვანძო სახელმწიფო პოსტების მონოპოლიზება მოახდინონ."
XS
SM
MD
LG