Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი დღეს


ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი დღეს ეწვია ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარს,

ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი დღეს ეწვია ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარს,
სადაც შეერთებული შტატებისა და ერაყის შეიარაღებული ძალები მეამბოხეების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას ახორციელებენ. სირიის საზღვართან მდებარე ტალ აფარში მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია შაბათს დაიწყო. ექსპერტთა ვარაუდით, იქ მოქმედ მეამბოხეთა რიცხვი 500-ს აღწევს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, ტალ აფარში თავს იყრიან უცხოელი მეომრები, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე სირიიდან შედიან.
XS
SM
MD
LG