Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აპირებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებას

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აპირებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებას
მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოგვიანებით კი თავისი კანდიდატურის წამოყენებას 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ გასულ კვირაში, ხუთშაბათს დაითხოვა ტიმოშენკო და მისი მთავრობა. შემდეგ კი დიდი ხნის მოკავშირეს, იური იეხანუროვს დაავალა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება. დღეს იუშჩენკომ უკრაინის პარლამენტს მიმართა მოწოდებით, დაამტკიცოს იეხანუროვი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ასევე უკრაინის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს ტრიბუნა ყოფილი გუბერნატორის, ივან რიზაკის დაკავების გამო პროტესტის გამოსათქმელად.
პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ წარსულში განხორცილებული პრივატიზების საქმეებს აღარ განიხილავენ. მისი თქმით, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, და რაც 13 წლის წინ მოხდა, ისტორიაა.
XS
SM
MD
LG