Accessibility links

logo-print

პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს


პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს ღაზის სექტორში წესრიგის აღსადგენად.

პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს ღაზის სექტორში წესრიგის აღსადგენად.
აბასის თქმით, “შეიარაღებულ ქაოსი” მიუღებელია. მანვე გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელთან პალეტსინელების ტერიტორიების საბოლოო სტატუსზე. ეგვიპტელი ჯარისკაცები, უკვე მეორე დღეა, აძლევენ პალესტინელებს ღაზის საზღვარზე თავისუფლად გადასვლის შესაძლებლობას, რაც იწვევს ისრაელის შეშფოთებას, რომ პალესტინელების ექსტრემისტული ჯგუფები იარაღით მომარაგდებიან. ამასობაში, ეგვიპტისა და პალეტსინელების უშიშროების უწყებების უფროსებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამშაბათს, შუაღამისთვის ღაზა-ეგვიპტის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ.
XS
SM
MD
LG