Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მილიონზე მეტი ადამიანი გარბის


აშშ-ში მილიონზე მეტი ადამიანი გარბის მექსიკის ყურის სანაპირო ზოლიდან, რომელსაც გრიგალი "რიტა" ემუქრება.

აშშ-ში მილიონზე მეტი ადამიანი გარბის მექსიკის ყურის სანაპირო ზოლიდან, რომელსაც გრიგალი "რიტა" ემუქრება.
ეს გრიგალი, რომელსაც მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული და რომლის სიჩქარე საათში 270-თ კილომეტრს აღწევს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე გრიგალი "კატრინა", რომელმაც ქალაქ ახალ ორლეანსა და მის მიმდებარე რეგიონში 1000-ზე მეტი კაცის სიცოცხლე შეიწირა და უზარმაზარი მატერიალური ზარალი მოიტანა. როგორც ახლა ვარაუდობენ, "რიტა" ემუქრება ტეხასის შტატის ქალაქებს ჰიუსტონსა და გალვესტონს, ასევე ლუიზიანის შტატის დასავლეთ ნაწილს. ვაშინგტონის ადმინისტრაციამ დღეს მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდა. ამასობაში, ტეხასის შტატში ნავთობის გადამამუშავებელი კიდევ ორი საწარმო დაიხურა, რის შედეგადაც 12-მდე გაიზარდა დახურულების რიცხვი. ამჟამინდელი პროგნოზით, გრიგალი სანაპიროს შაბათს შეეხება.
XS
SM
MD
LG