Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იური იეხანუროვმა


უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იური იეხანუროვმა, განაცხადა რომ რუსეთი კიევისთვის "მთავარი პარტნიორია", და რომ რუსული

უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იური იეხანუროვმა, განაცხადა რომ რუსეთი კიევისთვის "მთავარი პარტნიორია", და რომ რუსული
ბიზნესის წარმომადგენლებს ყველაფერი შეუნარჩუნდებათ, რაც 90-იან წლებში უკრაინაში განხორციელებული პრივატიზაციის დროს შეიძინეს. ეს განცხადება იეხანუროვმა ჟურნალისტებისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ ფრადკოვთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

იეხანუროვმა აგრეთვე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის "პრაგმატული" ურთიერთობა უნდა დამყარდეს. მისი აზრით ის, რომ მის წინამორბედს, იულია ტომოშენკოს, ფრადკოვთან ორმხრივი შეხვედრა არ ჰქონია, არ იყო ნორმალური მოვლენა.

[იეხანუროვის ხმა]: წელს უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხედრა არ შემდგარა. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ჩვენ ახლა ბევრად უფრო ინტენსიური მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ და ობიექტურად შევაფასოთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს.

განაცხადა იური იეხანუროვმა, რომლისთვისაც მოსკოვში მიმდინარე ეს ვიზიტი პირველი მოგზაურობაა პრემიერ-მინისტრის რანგში.
XS
SM
MD
LG