Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს.

ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნოღაიდელი შეხვდება თავის თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოანს. მოლაპარაკების მთავარი თემა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება. მხარეები განიხილავენ, აგრეთვე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენთან და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებულ საკითხებს; ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში თანამშრომლობის პრობლემებს; კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებს. 6 ოქტომბერს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯდეთ სეზერს და საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს. დაგეგმილია ნოღაიდელის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც.
XS
SM
MD
LG