Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ლიდერები მიესალმებიან მოლაპარაკების


ევროპის კავშირის ლიდერები მიესალმებიან მოლაპარაკების დაწყებას კავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე,

ევროპის კავშირის ლიდერები მიესალმებიან მოლაპარაკების დაწყებას კავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე,
თუმცა აქა-იქ სკეპტიკური შეფასებებიც გაისმის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ თურქეთთან მოლაპარაკების დაწყებას "უმნიშვნელოვანესი მოვლენა" უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ გაწევრიანების გარანტია არავის გაუცია. [ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "რაც შეეხება ევროკავშირში თურქეთის შესვლას, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მაგრამ ნება მომეცით, გულახდილად გითხრათ: ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანება არც ავტომატურია და არც გარანტირებული. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება თურქეთი, მსოფლიო, ევროპა 10, 15, 20 წლის შემდეგ. უბრალოდ, ეს არ ვიცით. ამიტომ, მოდით, უბრალოდ, ვიმუშაოთ საერთო მიზნის მისაღწევად." თურქეთთან მოლაპარაკების დაწყების გამო კმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმაც, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ანკარას თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან სრულად მისადაგება მოუწევს.
XS
SM
MD
LG