Accessibility links

logo-print

ერაყში, ქვეყნის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის


ერაყში, ქვეყნის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებამდე ხუთიოდე დღით ადრე,

ერაყში, ქვეყნის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებამდე ხუთიოდე დღით ადრე,
მეამბოხეებმა ტერაქტების სერია განახორციელეს. ბაღდადში თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი ადამიანი - სამი პოლიციელი და ამდენივე სამოქალაქო პირი. ბაღდადშივე ცეცხლი გაუხსნეს არაბთა ლიგის დელეგაციის ავტოკოლონას. დაიღუპა ორი მცველი. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში მეამბოხეთა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამთავრობო ჯარის ოთხი მოსამსახურე. კიდევ ათი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ქალაქ ჰილაში ნაღმსატყორცნით ესროლეს აშშ-ის წარმომადგენლობას. ამ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG