Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ


დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანახმაა შავ ზღვასთან ახლოს დაარსდეს შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო ბაზა.

დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანახმაა შავ ზღვასთან ახლოს დაარსდეს შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო ბაზა.

როგორც ბასესკუმ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, სტეფენ ჰედლისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. ბასესკუმ შეერთებული შტატების ბაზების რამდენიმე პოტენციური მდებარეობა დაასახელა – ყველა ეს ადგილი შავ ზღვასთან არის ახლოს. საუბარია საჰაერო და საწვრთნელი ბაზების გამარათვაზეც. შეერთებულ შტატებს კონსტანცას საზღვაო ფლოტის გამოყენების უფლებაც ექნება. შეერთებული შტატების ჯარმა ერაყთან ომის დასაწყისში, 2003 წელს, უკვე გამოიყენა რუმინული ბაზები. მიმდინარე წლის ივლისში კი რუმინულ დანაყოფებთან ერთად ერთობლივი წვრთნა ათას ექვსასმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩაატარა. რუმინეთში ახალი ბაზების შესაძლო დაარსება პენტაგონის გეგმის ნაწილია, რომელიც საზღვარგარეთ მისი წარმომადგენლობის რესტრუქტურიზაციას და გამრავალფეროვნებას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG