Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ციმბირის ციხიდან


მსჯავრდებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ციმბირის ციხიდან განცხადება გამოაქვეყნა.

მსჯავრდებულმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ციმბირის ციხიდან განცხადება გამოაქვეყნა.
მან მხარდამჭერებს აღუთქვა, რომ ანგარებიან ბიუროკრატიასთან ბრძოლას მახოლოდ ახლა იწყებს.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის სამხედრო და ჯანდაცვის სფეროებს რადიკალური რეფორმა ესაჭიროება – და რომ ეკონომიკა ნედლი მასალების ნაცვლად, მაღალი ტექნოლოგიების სექტორს უნდა დაეყრდნოს. ეს განცხადება ხოდორკოვსკის პრეს-ოფისმა გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ იგი ციხეში ადვოკატებმაც მოინახულეს. გადასახადების გადაუხდელობის და თაღლითობის ბრალდების გამო ხოდორკოვსკის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ახლახანს რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა, იურისტებმა და ჟურნალისტებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს და ხოდორკოვსკის მოსკოვთან ახლოს გადაყვანა მოითხოვეს. წერილში აღმიშნულია, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პატიმრებმა სასჯელი საცხოვრებელ და გასამართლების ადგილთან ახლოს უნდა მოიხადონ.
XS
SM
MD
LG