Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის

გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ის 2000ზე მეტი ფირმა, რომელიც გაეროს აწ უკვე აღარ არსებული პროგრამის – "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" – ფარგლებში, ერაყთან ბიზმესს აწარმოებდა, სადამ ჰუსეინის მთავრობასთან კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული.

გამოძიების ხელმძღვანელის, შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ ვოლკერის თქმით, სადამ ჰუსეინმა და მისმა მთავრობამ ამ გარიგებებით 1.8 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო. ამ საქმეში მსოფლიოში ცნობილი ფირმებია გარეული. ანგარიშის მოხედვით, ზოგიერთი მათგანი გარიგებებში შეგნებულად შედიოდა; სხვა ფირმები კი კორუფციაში დაუდევრობამ ჩაითრია. ანგარიში აგრეთვე მიუთითებს, რომ ერაყი რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ფირმებს უპირატეს პირობებში აყენებდა. გამოძიების ხელმძღვანელმა, პოლ ვოლკერმა, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: [ვოლკერის ხმა]: "სადამი იმ ქვეყნებს, კომპანიებს და ინდივიდებს ეპყრობოდა კარგად, ვინც მისი აზრით, ომის შემდეგ დაწესებული სანქციების დასრულებაში დაეხმარებოდა. ისიც მართალია, რომ როგორც ჩვენი უწინდელი ანგარიშებიდან ჩანდა, გაეროს შიგნით არსებულმა პოლიტიკურმა სხვაობებმა და ზეწოლამ – უშიშროების საბჭომ, სამდივნომ, და გაეროს ზოგიერთმა სააგენტომ – ხელი შეუშალეს ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მანიპულირებისთვის და კორუფციისთვის ეფექტიანი პასუხის გაცემას". რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებია.
XS
SM
MD
LG