Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამ ქვეყანაში ვიზიტად მყოფ ირაყის პრეზიდენტს ჯალალ თალაბანის მოუწოდა ვადა დაუთქვას

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ამ ქვეყანაში ვიზიტად მყოფ ირაყის პრეზიდენტს ჯალალ თალაბანის მოუწოდა ვადა დაუთქვას
ერაყიდან უცხოური ჯარების გაყვანას. ხამენეიმ აშშ-ს დააკისრა პასუხისმგებლობა ტერორისტული აქტებისთვის ერაყში. ირანის ლიდერი, ერაყს, ყოფილ მტრულ სახელმწიფოს, შეუზღუდავ თანამშრომლობას დაპირდა. ერაყის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყანა ნამდვილი მეგობარია. მან პატივი მიაგო ირანის დამარსებელს ხომეინის.

ერაყში დღეს ქალაქ ტიკრიტთთან მეამბოხეებმა ნაღმები ესროლეს იმ ადგილს, სადაც ერაყელი და ამერიკელი ოფიციალური პირები იყვნენ შეკრებილი.
დღესვე ქალაქ კირკუკში 15 ადამიანი დაიხოცა და 24 დაშავდა, როცა თვითმკვლელმა მანქანაში ჩადებული ბომბი ააფეთქა. დახოცილთა უმეტესობა პოლიციელები არიან.
XS
SM
MD
LG