Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ დსთ-ის ზოგ


რუსეთი აცხადებს, რომ დსთ-ის ზოგ წევრს შეუწყვეტს გაზისა და ნავთობის შეღავათიან ფასებში მიყიდვას.

რუსეთი აცხადებს, რომ დსთ-ის ზოგ წევრს შეუწყვეტს გაზისა და ნავთობის შეღავათიან ფასებში მიყიდვას.
ამ საკითხზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ ფრადკოვმა ისაუბრა დსთ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მთელ რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროებში. დღესვე მოსკოვში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკრიტიკა მოსკოვის გეგმა, რომელიც ბუნებრივი აირის გაძვირებას ითვალისწინებს. ეს ზომა, ნოღაიდელის შეფასებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია. უკრაინამ და მოლდავეთმაც გააკრიტიკეს რუსეთის მოთხოვნა, რუსულ გაზში დასავლური ფასის გადახდის შესახებ.
XS
SM
MD
LG