Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოსექსუალიზმი და ეკლესიის მსახურება შეუთავსებელია


ჰომოსექსუალიზმი და ეკლესიის მსახურება შეუთავსებელია - ნათქვამია დოკემენტში,

ჰომოსექსუალიზმი და ეკლესიის მსახურება შეუთავსებელია - ნათქვამია დოკემენტში,
რომელიც დღეს გამოაქვეყნა ვატიკანმა. მაგრამ მასში აღნიშნულია, რომ ვინც შეძლო ჰომოსექსუალურ მიდრეკილების გადალახვა და სულ ცოტა სამი წლის მანძილზე უმწიკვლო ცხოვრებას ეწევა, შეიძლება ნაკურთხი იქნეს მღვდლად. დოკუმენტმა ეჭვები გაუჩინა ვატიკანის პრესსამსახურის უფროსსაც კი, მამა იარეკ ცილეცკის. "ჩემთვის ეს დოკუმენტი ბადებს შეკითხვას: რატომ ითვლება ჰომოსექსუალიზმი რაღაც დაავადებად, რომელმაც შეიძლება გაიაროს სამი ან რამდენიმე წლის შემდეგ? მე ვფიქრობ, ჰომოსექსუალისტი ჰომოსექსუალისტად რჩება, ეს ადამიანის ბუნებაშია ჩადებული." ვატიკანის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ეხება აგრეთვე იმათაც, ვინც ტექსტის თანახმად, "ჰომოსექსუალურ კულტურას" უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG