Accessibility links

logo-print

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე


დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა.
გაერომ დღეს ყოველწლიური აქცია დაიწყო, და მსოფლიოს აქტიური რეაგირებისკენ მოუწოდა. გაეროს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 40.3 მილიონი ადამიანი შიდსის გამომწვევი ვირუსით არის ინფიცირებული. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა, საზოგადოებას სიმორცხვის დაძლევისკენ და უსაფრთხო სექსის შესახებ ღიად საუბრისკენ, მოუწოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ინფიცირებულთა ადექვატური მკურნალობისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო: [სინგჰის ხმა]: "ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების შედეგად, აივ/შიდსის გამოვლენის, და მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების, ფასი იკლებს. მაგრამ ეს პროცესი საკმარისად სწრაფად არ ხორციელდება. იმისათვის, რომ წამლები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, ფასები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს". ჩინეთში დღეს დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად აივ ინფექციის საფრთხის საკითხებში მილიონობით იმიგრანტი მუშის განათლებას ისახავს. შიდსის დღის სიმბოლურად აღნიშვნის მიზნით ნიგერიის პრეზიდენტმა, ოლუსეგუნ ობასანჯომ, ათასობით ადამიანთან ერთად 7 კილომეტრი ფეხით გაიარა.
XS
SM
MD
LG