Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთში მცხოვრებმა 80 000-ზე მეტმა


უცხოეთში მცხოვრებმა 80 000-ზე მეტმა ერაყელმა უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში,

უცხოეთში მცხოვრებმა 80 000-ზე მეტმა ერაყელმა უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში,
რომელიც ერაყის ტერიტორიაზე ხუთშაბათს იმართება. დღეს კი განრისხებულმა ბრბომ ცეცხლი წაუკიდა ყოფილ პერმიერ-მინისტრ იად ალავისა და მისი მოკავშირე კომუნისტების ოფისებს შიიტურ ქალაქ ნასირიაში. ეს მოხდა დემონსტრაციის დროს, როცა პროტესტი გამოთქვეს ერაყის უმაღლესი რანგის შიიტი სასულიერო პირის, აიათოლა ალი სისტანის მისამართით - დემონსტრანტების შეფასებით - შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. ხუთშაბათს 15-ტ მილიონზე მეტ ამომრჩეველს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რომელიც გაარკვევს ერაყის 275-ტადგილიანი პარლამენტის შემადგენლობას. ეს იქნება პირველი სრულვადიანი პარლამენტი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. გუშინ 5-დღიანი “უქმე პერიოდი” დაიწყო: სკოლები, ბანკები, კაფეები დახურულია, დახურულია საზღვრები, აეროპორტები.
XS
SM
MD
LG