Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში უცნობ დაავადებასთან დაკავშირებული გარემოებების


ჩეჩნეთში უცნობ დაავადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად ჩავიდა

ჩეჩნეთში უცნობ დაავადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად ჩავიდა
რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო. საგანგებო ვითარებათა რეგიონული ცენტრის მონაცემებით, რესპუბლიკის საავადმყოფოებში იმყოფება 60-მდე დაზარალებული, მათგან 45 ბავშვია. საერთო ჯამში დეკემბრის შუა რიცხვებიდან ექიმებს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა ასამდე ადამიანმა, ძირითადად მოსწავლე გოგონებმა შელკოვსკის რაიონში. ყველას დაუდგინდა ხუთვის შეტევები, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვა და კიდურების დაბუჟება. წინასწარი ოფიციალური დიაგნოზია სტრესით გამოწვეული "ფსიქოგენური ფსევდოასთმატური სინდრომი". ზოგი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქმე ეხება მოწამვლას.

XS
SM
MD
LG