Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში კიდევ ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა


თურქეთში კიდევ ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა ფრინველის გრიპი. ამდენად, შემთხვევათა რიცხვი სულ მცირე 14-ია სამი

თურქეთში კიდევ ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა ფრინველის გრიპი. ამდენად, შემთხვევათა რიცხვი სულ მცირე 14-ია სამი
გარდაცვლილი ბავშის ჩათვლით. 78 ადამიანზე აქვთ ეჭვი, რომ ვირუსი შეეყარათ. მეზობელი ქვეყნები საგანგებო ზომებს მიმართავენ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგინიზაციის წარმომადგენელმა თურქეთში გიუნელ როდიერმა განაცხადა, რომ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადადებოდა.
ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ის აპირებს აკრძალოს თურქეთის მეზობელი ექვსი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ფრინველის პროდუქტების შეტანა, რათა შეამციროს გრიპის გავრცელების რისკი. რუსეთმა გააძლიერა სასაზღრო კონტროლი თურქეთთან, საქართველოსა და აზერბაიჯანთან. ჩინეთმა გამოაცხადა დღეს, რომ ამ ქვეყანაში ფრინველის გრიპის მერვე შემთვხევა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG