Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კომპანია


ზოგი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კომპანია "გაზპრომმა" შეზღუდა ბუნებრივი აირით ევროპელი კლიენტების მომარაგება

ზოგი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კომპანია "გაზპრომმა" შეზღუდა ბუნებრივი აირით ევროპელი კლიენტების მომარაგება
რუსეთში ძლიერ ყინვებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირეს უნგრეთს და რომ ეს შეზღუდვა სხვა ევროპელებსაც შეეხება. ხოლო "რეიტერსის" ინფორმაციით, ეს სხვა ქვეყნებია ბოსნია-ჰერცეგოვინა, იტალია და ავსტრია. თუმცა, თვით "გაზპრომის" განცხადებით, ის ევროპელ კლიენტებს 7 პროცენტით მეტ ბუნებრივ აირს აწვდის, ვიდრე კონტრაქტის შესაბამისად არის ვალდებული. საინფორმაციო სააგენტოები შეზღუდვას მოიხსენიებენ დროებით ზომად - რუსეთში ბუნებრივი აირის მოხმარების მატების გამო. იქ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ციმბირიდან დასავლეთის მიმართულებით გავრცელდა.
XS
SM
MD
LG