Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე დამცველი


სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე დამცველი ვექილების გუნდი აპირებს, ბოიკოტი მოუწყოს სასამართლოს

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე დამცველი ვექილების გუნდი აპირებს, ბოიკოტი მოუწყოს სასამართლოს
შემდეგ სხდომას და ამით პროტესტს გამოთქვამს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი 7 თანაბრალდებულისადმი სასამართლოში დღეს გამოჩენილი დამოკიდებულების გამო. ერთ-ერთ ვექილ ნაჯიბ ნუამის თქმით, სასამართლო "აგრესიული" იყო და მიუკერძოებლობას არ იჩენდა. დღევანდელი სხდომა ქაოსმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბრალდებული და ერთ-ერთი ვექილი დარბაზიდან გააძევეს. ამის შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დამცველების მთელმა გუნდმა. ის სასამართლოს მიერ შერჩეულმა ვექილებმა შეცვალეს. დარბაზი დატოვა სადამ ჰუსეინმაც. დღეს სასამართლოს პირველად თავმჯდომარეობდა რაუფ რაშიდ აბდელ რაჰმანი. პროცესი ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს განახლდება.
XS
SM
MD
LG