Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობასა და


მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობასა და ხალხს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობასა და ხალხს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის
ღირსეულად დაძლევისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საღამოს, პირველ საშუალო სკოლასთან გამოსვლისას განაცხადა, ქართველმა ხალხმა გაუძლო მძიმე გამოცდას და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მისი დაჩოქება არავის შეუძლია; მთავრობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის კონსოლიდირებული და ერთ მუჭად შეკრულია. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ენერგეტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, ქვეყანა სრული ჩაბნელებისაგან გადაარჩინეს. სააკაშვილმა დასძინა, რომ მომავალი წლიდან საქართველოსთვის მიწოდებული გაზის მოცულობაში მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთის ხვედრითი წილი, რაც მოსკოვს აღარ მისცემს ენერგომატარებლებით პოლიტიკური სპეკულირების შანსს.
XS
SM
MD
LG